მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებები

სასტუმრო ივერია ელლი მდებარეობს შავი მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე,რომლის სამკურნალო თვისებებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. სანაპიროს უნიკალური მაგნიტური ქვიშა , სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა და მზე - საუკეთესო პირობებს ქმნის. სანაპიროს დიდი ნაწილი ფიჭვნარით არის დაფარული. სწორედ ფიჭვნარისა და ზღვის ბრიზის გამო აქ არ არის დამქანცველი სიცხე.

სასტუმროს შავი მაგნიტური სანაპირო ზოლი არის განსაკუთრებული და მას თავისი სამკურნალო თვისებებით არ ჰყავს ანალოგი მთელ მსოფლიოში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მაგნიტური ქვიშა ჩამოიტანა მდინარე სეფამ ანდეზიტით მდიდარი მთებიდან . ეს მდინარე კი მდებარეობს ჩვენი სასტუმროს სანაპიროსთან. ამიტომაც კონკრეტულად ეს სანაპირო ზოლი (რომელიც კილომეტრამდე სიგანეზეა და 70 მეტრამდე სიგრძისაა), გამოირჩევა განსაკუთრებული შავი სამკურნალო ქვიშით.

მაგნიტური ქვიშის სამკურნალო თვისებები

მაგნიტური ქვიშის საფუძველს წარმოადგენს მაგნეტიტი (იგივე მაგნიტური რკინაქვა), ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი, პიროკსენი, გრანიტი, კვარცი, აპატიტი და სხვა მინერალები. მაგნიტური ფრაქცია ქვიშაში 23%-ს აღწევს, ხოლო რკინის შემცველობა 37-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ქვიშის მაგნიტური ათვისებადობა ჩვეულებრივზე 13-25-ჯერ მეტია. ყოველივე ეს ქმნის დაბალი ინტენსივობის მაგნიტურ ველს, რომლის გამაჯანსაღებელი თვისებებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი.

არაერთი სამეცნიერო კვლევითა და მეცნიერთა ნაშრომით (ნ. სემენოვა 1948, ა. ვიალოვი 1968, გ. ბლინკოვა 1969, ა. კოგანი 1971, გ. იაკოვლევა 1973, გ. კომაროვა 1971, ნაკაგავა...) არის დადასტურებული მაგნიტური ქვიშის უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები. მაგალითისთვის, მაგნიტური ქვიშა ეფექტურია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ :

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადება, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება,
  • პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, გულის შეძენილი მანკები და სხვა
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (რევმატული და ინფექციური პოლიართრიტები ქრონიკულ სტადიაში, ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროპათიები,  დისტროფიული პოლიართრიტი, მაობლიტერებული ენდარტერიტი (I, II სტადია),
  • ქრონიკული თრომბოფლებიტი (მწვავე პროცესის გავლიდან არანაკლებ 6 თვისა)), პოსტტრავმული რეაბილიტაცია
  • ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქსური ნევროზი, კლიმატქტერული ნევროზი, ნევრიტი, ნევრალგია და სხვა)
  • ბავშვთა დაავადებები (რაქიტი, სპინალური პარეზები, სამშობიარო ტრავმები და სხვა)
  • პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებები
  • ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები, რომლებიც უნაყოფობას იწვევს
  • დიფუზური ჩიყვი იოდის უკმარისობით
  • კორონარული ათეროსკლეროზი I სტადია , ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი
  • ალერგიული, ჩირქოვანი გამონაყარი
  • ფსორიაზი (სხვადასხვა კატეგორიის)
  • ალიმენტური სიმსუქნე; მაგნიტური ველის დეფიციტის სინდრომი    

განსაკუთრებით კარგია ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენება ბავშვთა დაავადებების სამკურნალოდ. მაგნიტოთერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების დროსაც. 

 ქვიშის აბაზნების მოქმედების სინაზე, საშუალებას იძლევა ისინი დაენიშნოს ბავშვებს, მოხუცებს, აგრეთვე მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებების გამო წინააღმდეგ ნაჩვენები აქვთ წყლის აბაზანები და ტალახით მკურნალობა. ქვიშის ლოკალური აბაზანების მიღება შეიძლება ყოველდღიურად 1–1,5 საათის განმავლობაში. როგორც წესი ჯერ იღებენ ჰაერის აბაზანებს – შემდეგ კი ქვიშისას. შემდგომ აუცილებელია დასვენება და ზღვის წყლით დაბანა ან ზღვაში ცურაობა.                                                                                                                                                       ასევე აღსანიშნავია, რომ ბახმაროს მთიდან წამოსული ჰაერი, უერთდება ზღვის ჰაერს, გარდატეხის შედეგად კი იქმნება ჟანგბადით განსაკუთრებულად მდიდარი ჰაერი (ჟანგბადით მდიდარი ჰაერის წარმოქმნა ასევე ხდება წვიმიან ამინდში ფიჭვნარის უნიკალური თვისებების დახმარებით)

მაგნიტური ქვიშები და მათი მაკურნებელი ძალა

XX საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, ექიმმა ნაკაგავამ, აღწერა ახალი დაავადება, რომლითაც მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯებოდა. ამ დაავადებას ექიმმა ადამიანის მაგნიტური ველის დეფიციტის სინდრომი უწოდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ დედამიწას გარს აკრავს მაგნიტური ველი და ყველაფერი, რაც კი დედამიწაზეა, მათ შორის - ადამიანები, ცხოველები და მცენარეებიც, ამ მაგნიტური ველის უხილავი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. საყურადღებოა, რომ ადამიანის ორგანიზმს საკუთარი მაგნიტური ველიც აქვს. ეს უკანასკნელი სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის შედეგად წარმოიშობა - სისხლი ხომ, გარდა მრავალრიცხოვანი კომპონენტისა, მეტალთა იონებსაც შეიცავს. ამიტომაც სისხლის ნაკადი ძარღვის გარშემო გარკვეულ მაგნიტურ ველს ქმნის.

ცალკეულ ორგანოებში ეს მაგნიტური ველი განსხვავებულია. ჯანმრთელ ორგანიზმსა და ნორმალურ პირობებში შინაგან და გარეგან მაგნიტურ ველებს შორის სრული შესაბამისობა და ჰარმონიაა. ორგანიზმში მაგნიტური ველის რღვევა ჯანმრთელობის რღვევას ნიშნავს, ხოლო მისი კორექცია მედიკამენტური თერაპია კი არ არის, რომელსაც უმეტესად უცხო და ტოქსიკური ელემენტები შეჰყავს ორგანიზმში, არამედ ნატურალური, ჭეშმარიტი სამკურნალო მეთოდია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს, სისტემისა, რომელიც ორგანოთა ყველა სხვა სისტემაზე ხშირად ზიანდება და გამოდის მწყობრიდან. ტექნიკის პროგრესულმა განვითარებამ მაგნიტური ველის არასწორი გადანაწილება გამოიწვია, რის გამოც ცოცხალი ორგანიზმები, მათ შორის - ადამიანებიც, მაგნიტური ველის დეფიციტს განიცდიან. ამის შედეგად მათ ორგანიზმში მრავალი ორგანოსა თუ სისტემის მუშაობა ირღვევა. ყველაზე მეტად მაინც სისხლის მიმოქცევის სისტემა ზარალდება. დღეს ადამიანისთვის მაგნიტური ველის დეფიციტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიტამინებისა და მინერალებისა. შესაბამისად, არსებობს ამ დეფიციტის კომპენსაციის აუცილებლობა. ამის გარეშე ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება შეუძლებელია. ამას ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი ბორის ჰაიტი, რომელიც გახლავთ ავტორი წიგნისა „დოქტორ ნაკაგავას დაავადება“. თანამედროვე მედიცინაში ფიზიოთერაპიულ მეთოდად ფართოდ გამოიყენება ხელოვნურად შექმნილი მაგნიტური ველები. ეს მეთოდი მაგნიტოთერაპიის სახელით არის ცნობილი. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებს მაგნიტური ველის კეთილისმყოფელ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. სახელდობრ, მაგნიტური ველის ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში იცვლება ქიმიური პროცესები, რომლებიც წყალბადის კონცენტრაციის ცვლილებაზე, სისხლის შედედების უნარსა და სხვა ბიოლოგიურ პროცესებზე ახდენს გავლენას. მაგნიტური ველი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ასტიმულირებს ქსოვილთა რეგენერაციას (განახლებას), ამაღლებს იმუნიტეტს.