როგორ მივიდეთ სასტუმროსთან
- იმ შემთხვევაში თუ მოდიხართ თბილისიდან მანქანით, ურეკის რკინიგზის სადგურის შემდეგ უნდა იაროთ შეკვეთილის და ქობულეთის მიმართულებით,გაცდეთ ურეკის შესახვევს(არ ჩაუხვიოთ!) და ოზურგეთის მშრალი ხიდის შემდეგ მარჯვენა მხარეს შეუხვევთ კაპროვანის ჩასახვევში (ტრაფარეტი-კაპროვანი) , შემდეგ გამოუყვევით პირდაპირ ხეივანს მარცხენა მხარეს დაინახავთ სასტუმროს ტრაფარეტს (სადაც მითითებული იქნება,რომ უნდა ჩაუხვიოთ მარჯვნივ) გამოყვებით ცენტრალურ გზას და შემოხვალთ ჭიშკარში შემდეგ ივლით პირდაპირ გზის ბოლომდე,სადაც ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ჩვენი სასტუმრო.
- იმ შემთხვევაში ,თუ მოდიხართ მანქანით ბათუმიდან,ქობულეთიდან ან საკონცერტო დარბაზ ,,Black sea arena’’ დან უნდა იაროთ ურეკის მიმართულებით და ოზურგეთის მშრალ ხიდამდე მარცხენა მხარეს შეკვეთილის შედეგ კაპროვანის ჩასახვევში(ტრაფარეტი-კაპროვანი)ჩაუხვევთ მარცხნივ. შემდეგ გამოუყვევით პირდაპირ ხეივანს მარცხენა მხარეს დაინახავთ სასტუმროს ტრაფარეტს (სადაც მითითებული იქნება,რომ უნდა ჩაუხვიოთ მარჯვნივ) გამოყვებით ცენტრალურ გზას და შემოხვალთ ჭიშკარში შემდეგ ივლით პირდაპირ გზის ბოლომდე,სადაც ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ჩვენი სასტუმრო.
ან ისარგებლეთ google map-ით- https://g.page/iveriaelli?share
სასტუმრო ,, ივერია ელლი’’ მდებარეობა
- ურეკის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრი
- საკონცერტო დარბაზ ,,Black see arena’’ და გასართობი პარკი ,,ციცინათელა“ 3 კილომეტრი
- დენდროლოგიური პარკი 800 მეტრი
- ბათუმი 35 კილომეტრი
- ქობულეთი 10 კილომეტრი
მადლობა რომ აგვირჩიეთ! გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!